"ატლეტიკომ" "გრანადა" გაანადგურა - სუარესმა დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგაზე "ატლეტიკომ" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "გრანადა" 6:1 დაამარცხა.

"ბარსელონადან" გადასული 33 წლის თავდამსხმელი ლუის სუარესი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა. ამას გარდა, ურუგვაელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა.

30 სექტემბერს "ატლეტიკო" სტუმრად "უესკას" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, "გრანადამ" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივს" 2:0 მოუგო.

ატლეტიკო - გრანადა 6:1
გოლები: 1:0 დიეგო კოსტა (9), 2:0 კორეა (47), 3:0 ფელიქსი (65), 4:0 ლორენტე (72), 5:0 სუარესი (85), 5:1 მოლინა (87), 6:1 სუარესი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 5 /
საუკეთესო მაგალითია იმისათვის, რომ ვიცოდეთ სად არის ჩვენი ფეხბურთი - გუნდი, რომლის კარის მიმართულებითაც დარტყმა ვერ მოვახერხეთ, მასხრდ აიგდო, მართალია ძლიერმა, მაგრამ არა სუპერკლუბმა...
gpga
22:51 27-09-2020
4
მაგარი კაცი იმედია რეალსაც და ბარსასაც გაუბაბანებს...
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული