ფელიქსი "გრანადას" "პენისის სტილში" უტევდა - საბუკმეკერო კანტორამ პოსტი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში "ატლეტიკომ" "გრანადა" 6:1 დაამარცხა. ნახევარმცველმა ჟოაო ფელიქსმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, საბუკმეკერო კანტორა Winamax Deportes-მა კი, რომელიც "გრანადას" სპონსორია, "ტვიტერზე" პორტუგალიელის შეტევები გრაფიკული გამოსახულებით პენისის ფორმით წარმოსახა.

"გრანადამ" სპონსორისგან ამის გამო ოფიციალურად ბოდიშის მოხდა მოითხოვა: "კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო Winamax Deportes-ისგან სახალხოდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ. ამას გარდა, კლუბის ინტერესების დასაცავად, რომელიც 89 წელია არსებობს, აუცილებელი ზომების მიღების უფლებას ვიტოვებთ".

Winamax Deportes-მა პოსტი წაშალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული