ლიონელ მესიმ "ბარსას" ფანებს მიმართა

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ საჯარო განცხადება გააკეთა და კლუბის ფანებს მიმართა.

"ამდენი მითქმა-მოთქმის შემდეგ ამ ყველაფერს წერტილი მინდა დავუსვა. "ბარსელონას" ყველა გულშემატკივარი უნდა გაერთიანდეს და ირწმუნოს, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გველოდება.

პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ შეცდომებზე, თუმცა ისინი იმიტომ დავუშვი, რომ კლუბი უფრო ძლიერი და უკეთესი გამეხადა.

ახლა კი დაუოკებლობისა და ენთუზიაზმის ვნებით ვარ სავსე - ეს მიზნის მიღწევის ერთადერთი გზაა. სწორედ ასე გავერთიანდებით და ერთი მიმართულებით განვაგრძობთ სვლას.

"ბარსელონას" ყველა გულშემატკივარს მინდა მივმართო. თუკი რაიმე ისეთი ვთქვი ან
ჩავიდინე, რამაც გული გატკინათ, ეჭვი არ შეგეპაროთ, ამის კეთებისას ვფიქრობდი, რომ ასე კლუბისთვის საუკეთესო იქნებოდა", - განაცხადა მესიმ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
უდიდესი პიროვნება და უდიდესი ფეხბურთელი!
შოთა
11:58 30-09-2020
11
აათამაშა ტაკუნები
ხახა
12:10 30-09-2020
35
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული