ლუის სუარესი "გრანადამ" შეიძინა

AutoSharing Option
"გრანადამ" "უოტფორდისგან" 22 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი ლუის სუარეს ჩარისი 10 მილიონ ფუნტად შეიძინა.

სუარესი "უოტფორდში" 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ სამ ესპანურ გუნდში იყო განათხოვრებული: "ვალიადოლიდის" დუბლებში, "ხიმნასტიკსა" და "სარაგოსაში", რომლის რიგებში გასულ სეზონში სეგუნდას 38 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

თბილისის
"ლოკომოტივის" მძლეველმა "გრანადამ" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შვედეთში 3:1 მოუგო "მალმიოს" და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.