"სევილიამ" "კამპ ნოუდან" ქულა წაიღო

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-5 ტურში "ბარსელონასა" და "სევილიას" მატჩი 1:1 დასრულდა.

მე-8 წუთზე სტუმრები ლ. დე იონგმა დააწინაურა, მალე კი კოუტინიომ ანგარიში გაათანაბრა. ეს დაბრუნების შემდეგ "ბარსაში" მისი პირველი გოლია. სტუმრებმა მასპინძლებს არაფერი დაუთმეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ორივე გუნდს 3-3 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 7-7 ქულა აქვს.

"ბარსელონა" 18 ოქტომბერს სტუმრად "ხეტაფეს" შეხვდება, ხოლო "სევილია" იმავე დღეს ასევე გასვლაზე "გრანადას" დაუპირისპირდება.

"ბარსელონაში" სერჟინიო დესტის დებიუტი შედგა, რომელმაც ტრავმირებული ჟორდი ალბა შეცვალა.

მწვრთნელი კუმანი დიდ იმედებს კი ამყარებს თავდამსხმელ გრიზმანზე, მაგრამ მას
სამ სასტარტო მატჩში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

ბარსელონა - სევილია 1:1
გოლები: 0:1. ლ. დე იონგი (8), 1:1 კოუტინიო (10)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსელონას ძველი თამაშიდან,უკვე კვალიც აღარ დარჩა.არც მესი მახსოვს ასე პასიური,უამრავი არაზუსტი პასით და დაკარგვით.მხოლოდ დამატებულ 5 წუთში გატოკდა,მაგრამ ეს,აშკარად არასაკმარისი იყო,სევილიის დასამარცხებლად.ახალგაზრდა ბიჭები სელტას და ვილიარეალს ეყვნენ,მაგრამ სევილია,მათთვის ჯერ ნაადრევი აღმოჩნდა.
სოსო
05 ოქტომბერი 2020 13:23
0
სოსო, მესის არც ვამტყუნებთ ცოტა ისე, რომ ვერ თამაშობს როგორსაც მიჩვეულები ვართ. რაც ლეომ გადაიტანა ის ფსიქოლოგიური სტრესი, ადვილი არ არის უცებ იმ მდგომარეობიდან გამოსვლა, თან ლეოს ხასიათიც დავუმატოთ ამ ყველაფერს. იმედია ლეო დაძლევს ამ რთულ პერიოდს და შევა თავის ჩვეულ ფორმაში.
goCa
05 ოქტომბერი 2020 14:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული