"ბარსელონა" ახალ ფორვარდს დღეს დაიმატებს

AutoSharing Option
როგორც ესპანური MARCA იუწყება, "ბარსელონამ" "ლიონის" ხელმძღვანელები მემფის დეპაის ტრანსფერზე დაითანხმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდიელი გუნდს არ დატოვებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მემფისის სურვილიდან გამომდინარე გადაწყდა საქმე.

სატრანსფერო თანხა: 30 მილიონი ევრო.

დღეს  ფეხბურთელის დამატებისთვის ბოლო დღეა. გუნდებს შორის მცირე დეტალები დარჩა შესათანხმებელი.

დღე-დღეზე ჰოლანდიელი "ბარსელონას" გულშემატკივრების წინაშე წარსდგება.


ასევე დაგაინტერესებთ