ტებასი: მესი ფულის გამომმუშავებელი მანქანაა

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თავდამსხმელ ლეო მესის "ბარსელონაში" დარჩენამ გაახარა.

"მესის ესპანეთში დარჩენამ გამახარა. ის ფულის გამომმუშავებელი მანქანაა.

ჩვენ მესისა და რონალდოს წასვლისათვის წლების განმავლობაში ვემზადებოდით, რათა ლა ლიგას ფინანსურად არ ეზარალა. ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა, მაგრამ საფრანგეთის ლიგა საერთაშორისო მასშტაბით არ გაიზარდა. რონალდო "იუვენტუსში" გადავიდა, თუმცა სერია A-ც ვერ გაიზარდა.

მესიც რომ წასულიყო, შემდეგი ოთხი წლის მანძილზე მთელ მსოფლიოში ლა ლიგის ტელეტრანსლაციებს მაინც გავყიდიდით. არავის დაურეკავს და უთქვამს, რომ მესის წასვლის შემთხვევაში, კონტრაქტს გაგვიწყვეტდა.

ფეხბურთელები მნიშვნელოვანნი არიან, მაგრამ ცხოვრება
გრძელდება. რონალდო და ნეიმარი წავიდნენ, ლა ლიგა კი ზრდას განაგრძობს. მიზეზი - ლა ლიგის ბრენდის გასავითარებელი სამუშაო გავწიეთ. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც მთელ ლიგას შეცვლის", - განაცხადა ტებასმა "გაძეტა დელო სპორტის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.