ტერ შტეგენს უნდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდეს

AutoSharing Option
მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონას" ფინანსური მოთხოვნა წაუყენა.

Goal-ის ცნობით, ის კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 24 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ გაითვალისწინა რა კორონავირუსის გამო კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, დიდსულოვნად დათმობაზე წავიდა და 18 მილიონზე დათანხმდა.

28 წლის გერმანელი დარწმუნებულია, კატალონიური კლუბი დათანხმდება და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი გოლკიპერი გახდება.

მას "ბარსასთან" ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მოლაპარაკებები 3 წლით გაგრძელებაზე მიმდინარეობს.

ტერ შტეგენი მუხლზე ოპერაციის შემდეგ მწყობრში მალე ჩადგომას და 24 ოქტომბერს ელ კლასიკოში მონაწილეობას იმედოვნებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული