"რეალი" მოდრიჩს მხოლოდ ერთსეზონიან კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
35 წლის ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს "რეალი" ხელშეკრულების ერთი სეზონით გახანგრძლივებას სთავაზობს.

მოდრიჩს კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და "სამეფო გუნდში" დასარჩენად მზადაა ხელფასის შემცირებაზე დათანხმდეს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

ის "რეალში" 2012 წელს გადავიდა და 347 მატჩში 17 ტურნირი მოიგო, მათ შორის ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2018 წელს კი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ხომ რეალის დაუწერელი კანონია.ასაკოვან ფეხბურთელს,ერთ წელზე დიდ კონტრაქტს,არ დაუდებენ.
სოსო
09:03 16-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული