"რეალმა" წააგო და კლასიკოს წინ სერხიო რამოსის გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-6 ტურში "რეალი" მადრიდში 0:1 დამარცხდა "კადისთან". გოლი მე-16 წუთზე ჰონდურასელმა თავდამსხმელმა ლოზანომ გაიტანა.

საქმე მარტო წაგებაში როდია - "სამეფო გუნდმა" უსახურად ითამაშა და 24 ოქტომბერს ჩასატარებელი ელ კლასიკოს წინ ტრავმა მიიღო სერხიო რამოსმა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

ამით შეწყდა ჩემპიონატზე "რეალის" 15-მატჩიანი წაუგებელი სერია - ბოლოს 8 მარტს "ბეტისმა" 2:1 მოუგო. ამ პერიოდში 13 გამარჯვება (10 ზედიზედ) იზეიმა და ორჯერ ფრეს დასჯერდა.

"ბარსელონასთან" შეხვედრამდე "რეალი" 21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე დავით ხოჭოლავას "შახტარს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეტყობა რეალსა და ბარსას ერთი და იგივე დიზაინერი ყავთ.აბა ასეთი ფერის მაისურები რომელ გემოვნებაში ჯდება.
ვა რა დონეა
18 ოქტომბერი 2020 12:26
0
თვითონ ფეხბურთელებმმაც უნდა გააპროტესტონ, ესეთი უგემოვნო ფერების ფომებით გამოსვლა. როცა მიჩვეულები ვართ ტრადიციულ ფორმებით ფეხბურთელების ყურებას, რომელიც ასე მოგვწონს და თვითონ ფეხბურთელებსაც უხდებათ, და უცებ ამ ყველაფერს რადიკალურად ცვლიან, მომკალით და ვერ ვეგუებით ასეთ ცვლილებას. თუ მაინცდამაინც ასეა საჭირო, გემოვნებიანი და მიახლოებული ფერებით მაინც შეურჩიეთ. რა უბედურებაა ვარდისფერი ფერები.
?
18 ოქტომბერი 2020 14:25
0
ასეთი ფერებით, რომ გამოხვალ მინდორზე, წააგებ აბა რა იქნება? ბარსასი არ იყოს.
ფანი
18 ოქტომბერი 2020 09:04
0
რეალმა წააგო,ცუდად ითამაშა,მაგრამ გუნდს ეტყობა,რომ დალაგდება და ათამაშდება.ზუსტად ასევეა სევილიაც.ვერც მან ითამაშა და წააგო,მაგრამ მასაც ეტყობა,რომ ათამაშდება.აი ბარსელონამაც ცუდად ითამაშა და წააგო,მაგრამ მას ეტყობა რომ თუ ბარტომეუ დროზე არ მოაშორეს,გაზაფხულზე, არჩევნების დროისათვის,ლა ლიგაში დასარჩენად თავგანწირვით მებრძოლთა რიგებში იქნება.რაც შეეხება მესის,მან შეიძლება ფეხბურთის თამაშსაც გაანებოს თავი.16 წელია ვუყურებ მის თამაშს და მარტო ეს წლები კი არა,ალბათ ბავშვობაშიც კი არ ყოფილა ასე უსუსური.აღარ უხარია კაცს თამაში.
სოსო
18 ოქტომბერი 2020 01:22
1
სოსო მართალი ხარ, მესი იცი როგორ თამაშობს? იძულებით, აღარ იგრძნობა ის ჟინი და შემართება რითიც ვართ მიჩვეულები. ბართომეუსთან ომმა, მაგარი დაღი დაასვა მესის, ამას ემატება სუარესის ჩამოცილებაც (ამ დროს სუარესმა კარგად აუწყო ფეხი ატლეტიკოს, რაც პირადად მახარებს) ფაქტიურად მარტო დატოვეს ლეო მინდორზე. მესიზე ძალიან მწყდება გული ასეთ დღეში, რომ ჩააგდეს. რა ვთქვა უკვე აღარ ვიცი. ბართომეუს კი კოჭებში ეტყობა წამსვლელი არ არის, ჩვენდა სამწუხაროდ. ისე დიდად არც კუმანი მომწონს, მოსვლისთანავე გადაამლაშა თავისი მეთოდებით.
ბარსა მესი
18 ოქტომბერი 2020 08:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული