"რეალს" უსახურობაში "ბარსელონა" არ ჩამორჩა და დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-6 ტურში "ბარსელონა" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ხეტაფესთან". გოლი 56-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან ხაიმე მატამ გაიტანა.

ეს კუმანის მწვრთნელობისას "ბარსას" პირველი წაგებაა, რომელიც 7 ქულით მე-9 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 24 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" "რეალს" შეხვდება.

უკანასკნელად "ხეტაფეს" "ბარსელონა" დამარცხებული 2011 წლის ნოემბერში ჰყავდა და მას გარდა, რაც 2016 წელს პეპე ბორდალასე დინიშნა მწვრთნელად, ამ გუნდმა პირველად სძლია დიდი სამეულის წარმომადგენელს.

იქამდე კი "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლაშა დვალის "ფერენცვაროშს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 5 /
უბრალოდ ფაქტის კონსტარტირებას ვაკეთებ.რეალის კულშემატკივარი ვარ და ამიტომ ბარსა დასუსტებული უფრო მაწყობს.რა გინდა რომ მესის მაგარი თამაში გამიხარდეს? ალალად ვაღიარებ მესი მაგარია მაგრამ რაც უფრო ბევრ თამაშაბს წააგებს ბარსა უფრო გამიხარდება.არა თქვა რომ სხვანაირად ფიქრობ.თუ ასეა გამოდის ფეხბურთს როგორც ხელოვნებას და არა როგორც სპორტს ისე უყურებ.
სიმართლე
20:59 18-10-2020
2
შეეგუეთ მესისტებო რომ მესი ვეღარასოდეს გაიბრწყინებს.ორი სამი წელია არც ერთ მნიშვნელან თამაშში არ გაუბრწყინია.ნიშნის მოგებით არ გეუბნებით ამას.აი კრიშტიანო რომ ავიღოთ მესიზე 2,5 წლით უფროსია მაგრამ ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება.თან რამდენიმე გადამწყვეტი თამაში მართლა უმაღლეს დონეზე ჩაატარა.ჰეტტრიკები ნაკრებში და ატლეტიკოსთან,რამდენიმე 2,5 მეტრის სიმაღლეზე ფრენით გატანილი ბურთები.
მე ის თამრო აღარა ვარ
16:57 18-10-2020
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული