ნიომმა რონალდ კუმანს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენა

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, თუ რა უთხრა "ხეტაფეს" მცველმა ალან ნიომმა "ბარსელონას" მწვრთნელ რონალდ კუმანს ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩისას.

კატალონიის რადიო ირწმუნება, რომ ნიომმა კუმანს ნაბიჭვარი უწოდა, "ერთ ადგილას" გააგზავნა და ურჩია, საკუთარი უკანალისთვის მიეხედა.

ჯერ უცნობია, უჩივლებს თუ არა ფეხბურთელს "ბარსა". კლუბს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

პირველ ტაიმში ნიომმა იდაყვი ჩაარტყა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის და მსაჯმა მხოლოდ გააფრთხილა.
ნამატჩევს კუმანმა თქვა, რომ ნიომმა ისეთი რამეები უთხრა, რისი გამეორებაც არ შეუძლია.