PREVIEW - დღეს "ელ კლასიკოა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00-ზე, ბარსელონაში "ელ კლასიკო" გაიმართება.

ამ დაპირისპირებას ორივე გუნდი ცუდ ფორმაში ხვდება. დანაკლისიც დიდია, განსაკუთრებით მადრიდელებისა.

"ბარსელონა" - "რეალი"
Sportall.Ge
ეს გუნდები ერთმანეთს, "ლა ლიგის" ეგიდით, 181-ჯერ შეხვნენ, საიდანაც მადრიდის "რეალმა" 73-ჯერ, ხოლო "ბარსელონამ" 72-ჯერ გაიმარჯვა. 36 მატჩი კი ფრედ დასრულდა. დღევანდელი მატჩის მოგების შემთხვევაში კატალონიელები "თეთრებს" გაუთანაბრდებიან.
-align: left;">
ბოლო 5 კლასიკოს შედეგი კი ასეთია:
1. "რეალი" - "ბარსელონა" - 2:0
2. "ბარსელონა" - "რეალი" - 0:0
3. "რეალი" - "ბარსელონა" - 0:1
4. "რეალი" - "ბარსელონა" - 0:3
5. "ბარსელონა" - "რეალი" - 1:1
დანაკლისი

"ბარსელონა" - მარკ ანდრე ტერ შტეგენი და სამუელ უმტიტი. ასევე საეჭვოა ხორდი ალბას თამაში.

"რეალი" - დანიელ კარვახალი, ედენ აზარი, ოდეგორი, ოდრიოსოლა და მარიანო დიაზი გამოაკლდებათ, ასევე შესაძლოა კაპიტანმა, სერხიო რამოსმაც, გამოტოვოს მატჩი.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ბარსელონა" - ნეტო,  რობერტო,  პიკე,  ლენგლე,  დესტი, დე იონგი,  ბუსკეცი, ანსუ ფატი,  კოუტინიო, ტრინკაო, მესი;
"რეალი" - კურტუა, ნაჩო, ვარანი, რამოსი ( თუ ითამაშებს ),  მენდი,  კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ვინისიუსი, ბენზემა, ასენსიო.
მწვრთნელები კომენტარი:
როლანდ კუმანი ("ბარსელონა") - "რეალი" დიდებული გუნდია, 2 მატჩის წაგება არ ნიშნავს, რომ  აღარ არიან დიდებულები. ისინი ძალიან გამოცდილები არიან და დღევანდელი მატჩის მოგებას შეეცდებიან."
ზინედინ ზიდანი ("რეალი") - ორი მატჩის წაგების შემდეგ "ბარსელონასთან" შეხვედრა მდგომარეობის გამოსასწორებლად შესანიშნავი ვარიანტია."
მატჩის არბიტრი ესპანელი ხუან მარტინეს მუნიერა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ევროპიდან როგორ ვუყურო ? ქართული კომენტატორს რომ მიყავდეს თამაში, ტელევიზიები ითიშება ავტომატურად თამაშის დაწყებისთანავე, იქნებ ლინკი მითხრათ,
Help
17:26 24-10-2020
0
ბარსა იმედები არ გაგვიცრუოთ, ველოდებით ლეოს ჯარიმას და მოგებას.
გოჩა
14:39 24-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული