რონალდ კუმანი: "გვებრძვიან"

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გუშინ, 24 ოქტომბერს გამართული "ელ კლასიკოს" შემდეგ მსაჯების მოქმედება შეაფასა.

"არ მესმის VAR-ის, ყველა გადაწყვეტილებას ჩვენ საწინააღმდეგოდ იღებენ. ბევრი მაგალითი გვქონდა: "სევილიასთან" პენალტი, წითელი ბარათები "ხეტაფესთან", დღევანდელი შეხვედრა,"- თქვა კუმანმა.

მადრიდის "რეალმა" "ბარსელონას" გასვლაზე ძლევით (3:1) 13 ქულა დააგროვა და "ლა ლიგას" სათავეში ჩაუდგა. ხოლო "ბლაუგრანას" 7 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზეა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით