France Football-ის მკითხველებმა სერხიო რამოსი ყველა დროის საუკეთესო მცველად დაასახელეს

AutoSharing Option
საფეხბურთო გამოცემა France Football-მა საკუთარი ვებგვერდის მკითხველებს დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი ყველა დროის საუკეთესო მცველი.

გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ ესპანელი საკუთარ პოზიციაზე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა, ხოლო 32%-ს განსხვავებული აზრი აქვს.

"რასაკვირველია, სერხიო რამოსი საუკეთესოა. განა შეიძლება ვინმე მასზე მაღლა დავაყენოთ?" - დაწერა ერთმა.

"სათამაშო ღირსებებითა და მიღწევებით სერხიო საუკეთესო ლიბერო გახლავთ. დღევანდელ ფეხბურთში მისი სწორი არავინაა; მიმაჩნია, რომ არც ისტორიაში", - აღნიშნა მეორემ.