შესაძლოა, "ბარსა" ბართომეუსგან ხვალ გათავისუფლდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუსთვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის გამართვა არ სურს.

კატალონიურმა კლუბმა მხარის გენერალიტეტს 1-ელ-2 ნოემბერს დანიშნული კენჭისყრის გადაწევის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში კომენდანტის საათია მიღებული და ქუჩაში გამოსვლა რეკომენდებული არ გახლავთ.

ბართომეუ და მისი გუნდი, შესაძლოა, პოსტებიდან ხვალ, 27 ოქტომბერს გადადგეს, თუ გენერალიტეტი კენჭისყრის თარიღის გადაწევაზე ოფიციალურ უარს განაცხადებს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა დირექტორთა საბჭოს სავარაუდო გადადგომის შესახებ უკვე აცნობა და გადაწყვეტილება საჯარო, სავარაუდოდ, ხვალ გახდება.