გრიზმანი "ლიონში", დეპაი "ბარსელონაში"?

AutoSharing Option
"ლიონს" უნდა, "ბარსელონას" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი იჯარით აიყვანოს, - განაცხადა "ოკდიარიოს" რედაქტორმა ედუარდო ინდამ El Chiringuito-ს ეთერში.

"ბარსას" მწვრთნელი რონალდ კუმანი იმედგაცრუებულია გრიზმანის უხეირო თამაშით და მზადაა გაყიდოს ან იჯარით სხვა გუნდში გაუშვას. გრიზმანმა ამ სეზონში ლა ლიგის 5 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

თუ გრიზმანი ზამთარში "ლიონში" გადასვლაზე დათანხმდება, ფრანგული კლუბიდან "ბარსელონაში" უფასოდ გადავა ფორვარდი მემფის დეპაი. დეპაის "ლიონთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და "ბარსელონამ" მისი შეძენა ვერ მოახერხა.