რამდენიმე საათის წინ ჟოზეპ მარია ბართომეუმ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
როგორც ირკვევა, პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ არჩევნები 40 დღიდან 90 დღის ვადაში ჩატარდება.
არჩევნების ჩატარებდამდე ფინანსური კომისიის შემსრულებელი, კარლეს ტუსკესი შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობებს.
ვნახოთ დაიწყება თუ არა "ბარსელონას" აღმასვლა ამით.
არჩევნების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ ვარაუდობენ რომ იანვრის დასაწყისში ჩატარდება.
შეგახსენებთ, აღნიშნულ თანამდებობას ბართომეუ 2014 წლიდან იკავებდა.