მუქარის წერილების შემდეგ ბართომეუმ "ტვიტერის" აქაუნთი დახურა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტობიდან გადამდგარმა (თუ გადაყენებულმა) ჟოზეპ ბართომეუმ თავის "ტვიტერზე" აქაუნთი დახურა, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

გამოცემის მტკიცებით, ბართომეუსა და მის ოჯახს "ბარსას" გულშემატკივრები შეურაცხყოფას აყენებდნენ, ემუქრებოდნენ და იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა.

კატალონიური კლუბის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

ამჟამად კლუბს მმართველი კომისია ხელმძღვანელობს, რომელსაც ფინანსური კომიტეტის თავკაცი კარლეს ტუსკეტსი უდგას სათავეში. 7-კაციანი ორგანო არჩევნებამდე დირექტორატის ფუნქციას შეასრულებს.

ჯერჯერობით პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატია: ჟორდი ფარე, ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი, ტონი ფრეიშა და ქსავიე ვილახოანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული