ცნობილი ფაქტია, რომ მესის სურს "ბარსელონას" დატოვება. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მესის დამატებას "მანჩესტერ სიტი", "პარი სენ ჟერმენი" და "ინტერი" აქტიურად ცდილობდნენ. გამოსასყიდ თანხად 700 მილიონი ევრო სახელდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თანხაა.
ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური "ინტერი" სუპერვარსკვლავის დამატების ფავორიტად მიიჩნევა.
"ბარსელონასთან" ერთად მესიმ 6 "ოქროს ბურთი", 10 ლა ლიგის თასი და 4 ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება შეძლო.
33 წლის სუპერვარსკვლავის მომავალი ნისლითაა მოფენილი, ყველაფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაირკვევა.
მომზადებულია As.com-ის მიხედვით.