უჭირს "რეალს" - "ვილიარეალთანაც" ქულები დაკარგა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-10 ტურში "ვილიარეალისა" და "რეალის" მატჩი 1:1 დასრულდა.

გასულ ტურში "ვალენსიასთან" 1:4 წაგების შემდეგ "რეალმა" გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა.

"რეალი" 9 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 17 ქულით მე-4 ადგილზეა და 29 ნოემბერს "ალავესს" უმასპინძლებს, იქამდე კი 26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე მილანში "ინტერს" დაუპირისპირდება.

ვილიარეალი. "ელ მადრიგალი"
ვილიარეალი - რეალი 1:1
გოლები: 0:1 მარიანო დიასი (2), 1:1 მორენო (75, პენ)