მუნდიალის რეკორდსმენი: მესი ისე თამაშობს, როგორც მე ვეტერანთა ნაკრებში

AutoSharing Option
რუს-უკრაინელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ოლეგ სალენკომ, რომელიც ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენია, "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის თამაში შეაფასა.

"კატალონიელები შემადგენლობას ცვლიან. მათ ახალი მოთამაშეები სჭირდებათ, გუნდში ხომ აშკარა კრიზისია. ტყუილუბრალოდ ლა ლიგაში მე-9 პოზიციაზე არ არიან.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ყველაფერი მოაგვარეს, აწი ახალგაზრდა მოთამაშეებს ჩართავენ ხოლმე საქმეში.

მესი, ალბათ, ისევ დაისვენებს. ის ფეხბურთს ინტერესის გამო თამაშობს, როცა სჭირდება, აფეთქდება. ზუსტად ისეა, როგორც მე ვეტერანთა ნაკრებში.

"დინამოს" მათ წინააღმდეგ ქულის მოპოვების შანსი აქვს. ამისათვის დაცვიდან უნდა ითამაშონ და
საკუთარი შანსები გამოიყენონ", - უთხრა სალენკომ 1927.kiev.ua-ს.

სალენკო მუნდიალის ისტორიაში 1994 წელს შევიდა, როცა ჯგუფურ ეტაპზე კამერუნს 5 გოლი გაუტანა და იმ ტურნირის "ოქროს ბუციც" მას ერგო. კიევის "დინამო" კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ხვალ, 24 ნოემბერს, საკუთარ კედლებში "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
შენ როგორ გგონია, მესის არ უნდა კარგად ითამაშოს, როგორც მაგის დონეს ეკადრება? მაგრამ ისე გაუფუჭეს ხასიათი, აჩკარიკამ და ამ მუდო კუმანმა, რომ მოკალი და ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან.( ჩვენ კიდევ არ ვიცით სრულად, თუ რა აწუხებს ლეოს. როგორ ასეთი დონის ვარსკვლავი და უცებ იმ ფეხბურთს გადაუსვა ხაზი, რომელიც ასე ძალიან უყვარს?)
მასტერს
24 ნოემბერი 2020 20:24
0
ვნახოთ როგორ იქნება ლუის სუარესზეც მაგას ამბობდნენ ისე შედარებები არის მას და რონალდუს შორის მან 6 გოლი გაიტანა 6ვე პენალტით რონალდომ კი 8 გოლი 5 მატჩში + 1 საგოლე პასიც ვნახოთ რა იქნება მაგრამ იმას ვხედავთ ზიდანის მოფიქრებულმა დაცვამ მას ბევრი პრობლემა გაუჩინა შეტევაში თან ისე რომ პენალტი რომ არა გოლს ვერ გაიტანდა
ლიქსო საუ
24 ნოემბერი 2020 02:40
0
ყველამ ვიციტ მაგან როგორც გაიტანა ეგ გოლები, მოქრტამვიტ.
ddgfdf
23 ნოემბერი 2020 21:09
7
მოდით რა, ყველამ ნუ გაუწყალეთ ლეოს გული.ბართომეუს და კუმანს კითხეთ ლეო რატომ არის ასე და მერე იმარჩიელეთ მესიზე. ხან ერთი მოძღვრავს ასაკიო, ხან მეორე პასებს არ აწოდებსო გრიზმანსო, მესამე ფეხბურთიდან წავიდესო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მართლა გეყოთ რა? ყელში ამოხვედით უკვე ყველა! ხო დამავიწყდა, ათლეტიკოსთანაც ტერ შტეგენს შეცდომა, რომ მოუვიდა, თურმე მესის ბრალი ყოფილა ეგეც. კიდევ რას დაააბრალებთ ლეოს, აბა მოიფიქრეთ და წერეთ და წერეთ კომენტარებში.
?!
23 ნოემბერი 2020 19:35
5
100%-ანი მართალი ხარ.
?!-ს
23 ნოემბერი 2020 20:51
2
"ოქროს ბუცი" მხოლოდ მას არ ერგო, სტოიჩკოვმაც 6 გოლი შეაგდო...
goga
23 ნოემბერი 2020 19:25
0
მესის საკლუბო დონეზე ყველაფერი რაც მოსაგები იყო მოიგო, ჩემი აზრით ბარსადან უნდა წასულიყო, უმოტივაციოდ თამაშობს!! თან ასაკი მოემატა და ადამიანია, ისე გამძლეობა და ენერგიაც ელევა ფეხბურთელს! მწვავე გადაცემებით და დრიბლინგით არ აკლებს მაგრამ მოტივაცია, ჟილკა და ენერგია არ ჩანს.
zaza
23 ნოემბერი 2020 18:55
1
Maladec, shen tu veteranebshi egre tamashobdi bravo.
Milani
23 ნოემბერი 2020 17:46
1
მესი ახლა რასაც თამაშობს რამე საერთო აქვს თუმდაც შარშანდელ მესისთან?კაპიტანია და არ ეკადრება ასე უსისხლოდ,უჯიგროდ თამაში.შეადარეთ ახლანდელ ზლატანს.ავლენს თავის მენტალურ და ადამიანურ სისუსტეს.მოვალეობის მოხდის მიზნით დადის მოედანზე.არ ეკადრება..
Master
23 ნოემბერი 2020 18:16
4

სიახლეები პოპულარული