გრიზმანი: მესი ჩემზე გაბრაზებული იყო

AutoSharing Option
გუშინ ტელეარხმა "მოვისტარმა" "ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანთან სენსაციური ინტერვიუ დააანონსა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გასაკვირი და გასაოცარი მას არც არაფერი უთქვამს:

"როდესაც "ბარსაში" გადმოვედი, ლეოს ველაპარაკე. მან მითხრა, რომ გაბრაზდა, როცა წინა წელს მათი კლუბის წინადადება უარვყავი, რადგან ამის შესახებ სახალხოდ მთხოვა.

მოგვიანებით მან მითხრა, რომ რაც უნდა მოხდეს, ჩემთან ერთად იქნება. მესის ყოველდღე ვნახულობ და მისით მოხიბლული ვარ".

გრიზმანი "ბარსელონამ" "ატლეტიკოსგან" 2019 წელს 120 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში კი პრიმერას 35 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა
გააკეთა.