"ალავესთან" "რეალს" ორი ლიდერი გამოაკლდა

AutoSharing Option
"მადრიდის რეალი" ხვალ, "ალავესს" დაუპირისპირდება. 

მადრიდელებს ვალვერდეს, იოვიჩის, ოდრიოსოლასა და რამოსის გარდა, კარვახალი და ბენზემა გამოაკლდებათ. 

კარიმმა გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა, როგორც ჩანს, ზიდანს  არ უნდა გარისკვა და ის ფრანგ შემტევს დაასვენებს. 

რაც შეეხება კარვახალს, ტრამვიდან დაბრუნებულს, როგორც ჩანს კიდევ გრძნობს მცირე დისკომფორტს. შეგახსნებეთ, დანი "ვილიარელთან" დაბრუნდა, როგორც აღვნიშნე, ტკივილი აწუხებს და ბენზემას მსგავსად, ისიც დაისვენებს. 

"რეალი" 9 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო "ალავესი" 10 ქულით მე-10-ზე. 

მატჩი ხვალ 00:00 საათზე დაიწყება.

 

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს იცით რისი ბრალია? უაზრო კალენდარი, რომ აქვთ გუნდებს,რამის ყოველ მესამე დღეს აქვთ თამაშები. ამას ემატება ნაკრებების განრიგიც( გადაფრენა გადმოფრენა) და ასე შემდეგ. ფეხბურთელებს აქვთ გადატვირთული ვარჯიშებიც და ორგანიზმი ვეღარ უძლებს ამდენ დატვირთვას. აი აქედან მოდის ამდენი ტრავმიანობა.
ბარსა
19:07 28-11-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული