"ალავესთან" "რეალს" ორი ლიდერი გამოაკლდა

AutoSharing Option
"მადრიდის რეალი" ხვალ, "ალავესს" დაუპირისპირდება. 

მადრიდელებს ვალვერდეს, იოვიჩის, ოდრიოსოლასა და რამოსის გარდა, კარვახალი და ბენზემა გამოაკლდებათ. 

კარიმმა გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა, როგორც ჩანს, ზიდანს  არ უნდა გარისკვა და ის ფრანგ შემტევს დაასვენებს. 

რაც შეეხება კარვახალს, ტრამვიდან დაბრუნებულს, როგორც ჩანს კიდევ გრძნობს მცირე დისკომფორტს. შეგახსნებეთ, დანი "ვილიარელთან" დაბრუნდა, როგორც აღვნიშნე, ტკივილი აწუხებს და ბენზემას მსგავსად, ისიც დაისვენებს. 

"რეალი" 9 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო "ალავესი" 10 ქულით მე-10-ზე. 

მატჩი ხვალ 00:00 საათზე დაიწყება.

 

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ