დიდებული ჟესტი - მესიმ გოლი მარადონას ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-11 ტურში "ბარსელონამ" "ოსასუნა" 4:0 დაამარცხა.

მესიმ გატანილი გოლი გარდაცვლილი დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა. მან მაისურა გაიხადა, რომლის შიგნით მეორე მაისურა ეცვა, რომლითაც მარადონა "ნიუელს ოლდ ბოიზში" 1993 წელს თამაშობდა. ლეო ამ გუნდის აკადემიაში ვარჯიშობდა.

მესიმ დიეგოს "ღმერთის ხელის გამეორება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

"ბარსას" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 ქულით მე-7 ადგილზეა და 6 ნოემბერს სტუმრად "კადისს" შეხვდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - ოსასუნა 4:0
გოლები: 1:0 ბრეიზუეითი (29), 2:0 გრიზმანი (42), 3:0 კოუტინიო (57), 4:0 მესი (73)

მკითხველის კომენტარები / 8 /
როცა ცოცხალი იყო მესის ფანები ცოცხალს და მკვდარს არ უტოვებდით და ახლა რამ გაგანაზათ.თქვენ იაფასიან ფარისვლობას არავინ ჭამს.განსხვავება მარადონასა და მესის შორის იმაშია რომ მარადონას ფეხბურთი უყვარდა და მესისთვის ფეხბურთი ფულის გასაკეთებელი ცეხია.
სიმართლე
30 ნოემბერი 2020 18:36
4
მე მარადონას დროინდელი გულშემატკივარი ვარ, და მე ნამდვილად ვუფასებ მესის ამ საქციელს. შენ თუ ჩემს მისამართით იძახი, ნამდვილად შეგეშალა.
ავთო/ სიმართლეს
01 დეკემბერი 2020 09:05
0
ნორმალური ფსიქიკის მსაჯი, ყვითელ ბარათს არ უჩვენებდა მესის, თუნდაც იმის გამო, რომ ეს ჟესტი, მიმართული იყო, დიდი დიეგოს ხსოვნის საპატივსაცემოდ! მაგრამ ეს მსაჯი ხომ ცნობილია, როგორც დაბალი ინტელექტის მქონე პიროვნებად. სირცხვილი მას. მე როგორც მარადონას ფანი, დიდ მადლობას ვუხდი ლეოს მესის, ამ ღირსეული საქციელისათვის.
ავთო
30 ნოემბერი 2020 16:48
1
ყვითელი ბარათი არ ეკუთვნოდა და იმიტომ არ მიცა, მაისურის გახდაზე ყვითელი ეკთვნის იმ შემთხვევაში თუ მაისურის შიგნით არაფერი გაცვია
კიმი
30 ნოემბერი 2020 17:52
0
ყოჩაღ ლეო მესი! მაგარი ფეხბურთელი და მაგარი პიროვნება ხარ! ხომ გვიყვარხარ, მაგრამ ამ საქციელით, უფრო სხვანაირი მესი დაგვანახე. დიეგოს დაფასებისათვის მადლობა!!!
zura
30 ნოემბერი 2020 10:22
0
ფეხბურთი არის ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობა მსოფლიოში,რომელსაც ვეთაყვანებით და ველოდებით სულ,აი ამ საოცრებას ისტორიის მანძილზე არა ერთი ისეთი ფეხბურთელი ყავდა რომლებსაც თავისი ეპოქის მეფედ ვთვლით:დი სტეფანო,კრუიფი და სამწუხაროდ ეხლა უკვე მარადონაც (ნათელი მათ სულებს)აღარ არიან,პელე ფეხბურთს აღარ თამაშობს (ცოცხალი მეფე,ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს) გაუმარჯოს მესის,რონალდოს ვისურვებდი დიდხანს გვყავდეს ესენი მინდორზე.ასეთ ფეხბურთელებს მოყავთ ხალხი სტადიონზე,ფეხბურთის სიყვარულს უნერგავენ მომავალ თაობებს.
sake
30 ნოემბერი 2020 09:45
1
მეფე ერთია და ჯერ ცოცხალია.მას პელე ჰქვია.
ასეა ეს
30 ნოემბერი 2020 00:18
26
მეფე მოკვდა,გაუმარჯოს მეფეს!
1
29 ნოემბერი 2020 23:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული