დიდებული ჟესტი - მესიმ გოლი მარადონას ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-11 ტურში "ბარსელონამ" "ოსასუნა" 4:0 დაამარცხა.

მესიმ გატანილი გოლი გარდაცვლილი დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა. მან მაისურა გაიხადა, რომლის შიგნით მეორე მაისურა ეცვა, რომლითაც მარადონა "ნიუელს ოლდ ბოიზში" 1993 წელს თამაშობდა. ლეო ამ გუნდის აკადემიაში ვარჯიშობდა.

მესიმ დიეგოს "ღმერთის ხელის გამეორება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

"ბარსას" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 ქულით მე-7 ადგილზეა და 6 ნოემბერს სტუმრად "კადისს" შეხვდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - ოსასუნა 4:0
გოლები: 1:0 ბრეიზუეითი (29), 2:0 გრიზმანი (42), 3:0 კოუტინიო (57), 4:0 მესი (73)

მკითხველის კომენტარები / 8 /
მეფე მოკვდა,გაუმარჯოს მეფეს!
1
ყოჩაღ ლეო მესი! მაგარი ფეხბურთელი და მაგარი პიროვნება ხარ! ხომ გვიყვარხარ, მაგრამ ამ საქციელით, უფრო სხვანაირი მესი დაგვანახე. დიეგოს დაფასებისათვის მადლობა!!!
zura
10:22 30-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული