"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს ჩატარდება, - ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადდა.
23 დეკემბრიდან 11 იანვრამდე კანდიდატებმა უნდა მოაგროვონ წარდგენისათვის აუცილებელი რაოდენობის ხელმოწერები. 15 იანვრიდან 22 იანვრამდე პერიოდში იწარმოებს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია. არჩევნები ჩატარდება არა მარტო კატალონიაში, არამედ მადრიდში, სევილიაში, ვალენსიასა და პალმა დე მალიორკაში.
ხმის უფლების მიცემა აქვთ მხოლოდ კლუბის ოფიციალურად რეგისტრირებულ წევრებს, ე. წ. სოსიოებს, ანუ იმათ, ვინც სისტემატურად და ვადებში იხდის კლუბის საწევროს და გააჩნია კლუბის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი.