"ბარსელონა" გაბანკროტების პირასაა - ითამაშებენ ფეხბურთელები მუქთად?

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა კარლეს ტუსკეტსმა კლუბის სავალალო ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ "ბარსა" ფეხბურთელებს ხელფასების კიდევ ერთხელ შემცირებაზე შეუთანხმდა, რის შედეგადაც 122 მილიონ ევროს დაზოგავს.

"ახალ პრეზიდენტს ამის გამოსწორება შეუძლია. ისეთ მდგომარეობაში ვიმვყოფებით, რომ იანვარში ხელფასების გადახდა არ შეგვიძლია. კლუბის ახალ ხელმძღვანელობას ამ საკითხის უპრობლემოდ გადაწყვეტა შეეძლება.

ჩვენ საკონსულტაციო ორგანო ვართ და გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილება არ გაგვაჩნია. ვალისა და სახელფასო განაკვეთის გაზრდამ არ გამახარა. კორონავირუსის გამო ყველაფერი აირია.

შექმნილი ვითარება გვაღელვებს, თუმცა იმედით აღსავსენი ვართ. ფეხბურთელები იანვარში ხელფასებს
და ბონუსებს ვერ მიიღებენ", - განუცხადა ტუსკეტსმა "მარკას".

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ