"რეალმა" ბუნუს ავტოგოლით გაიმარჯვა და წინ ორი გადამწყვეტი მატჩი აქვს

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში "რეალმა" სტუმრად 1:0 სძლია "სევილიას".

გოლი 55-ე წუთზე გავიდა - მენდის ჩაწოდებული ბურთი ვინისიუსმა დაარტყა, მეკარე ბუნუს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა. მასპინძლები დარჩენილ დროში ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ და დამარცხდნენ.

"რეალმა" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 20 ქულით მესამე ადგილზეა და 13 დეკემბერს "ატლეტიკოს" შეხვდება, იქამდე კი, 10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "გლადბახს" უმასპინძლებს. სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება "სამეფო გუნდის" პლეი-ოფში გასვლისა და მწვრთნელ ზიდანის დარჩენა-არდარჩენის საკითხი.



მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა რატომ ბლოკავთ იმ კომენტარებს, სადაც ჯანსაღად გაკრიტიკებენ და სიმართლეს წერენ.. თუ თარგმანი და კითხვა არ იცით ინგლისურის, სხვისი რა ბრალია.. bono - ა (ბონო) ამ მეკარის გვარი და არა ბუნუ...
x x x
14:51 07-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული