"რეალმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა - მრისხანე ჩემპიონი ბრუნდება?

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-15 ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "გრანადა" 2:0 დაამარცხა.

"რეალმა" ყველა ტურნირზე მიჯრით მეექვსე შეხვედრა მოიგო, ლიდერ "ატლეტიკოს" დაეწია და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, მაგრამ "როხიბლანკოს" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

31 დეკემბერს "რეალი" სტუმრად "ელჩეს" დაუპირისპირდება.

მატჩის 38-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა როდრიგომ მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

მადრიდი. "ალფრედო დი სტეფანო"
რეალი - გრანადა 2:0
გოლები: 1:0 კაზემირი (57), 2:0 ბენზემა (90+3)