"ატლეტიკო" შეიძლება დიეგო კოშტას ნაახალწლევს დაემშვიდობოს

AutoSharing Option
თავდამსხმელი დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, "ატლეტიკოს" დატოვებს.

ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, რომ კლუბი დიეგო კოშტას ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაუგრძელებს და არაა გამორიცხული, იანვარში გაუშვას. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, დაინტერესდება თუ არა მისი სამსახურით რომელიმე კლუბი.

32 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში ლა ლიგის 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

"ატლეტიკოს" "ნაპოლის" ფორვარდ არკადიუშ მილიკის გუნდში აყვანა უნდა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული