მესი ტრიბუნაზე, გამოუყენებელი პენალტი და "ბარსას" ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-16 ტურში "ბარსელონა" სახლში "ეიბარს" დაუზავდა - 1:1.

მასპინძლებს ვერ დაეხმარა კაპიტანი მესი, რომელიც შობაზე არგენტინაში იმყოფებოდა; კი დაბრუნდა, მაგრამ მატჩს ტრიბუნიდან უყურებდა. მე-7 წუთზე არაუხომ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, მაგრამ ბრეიზვეითმა ბურთი კარს ააცილა. ეს უკანასკნელი 5 წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც "ბარსას" ფეხბურთელმა პენალტიდან ბურთი კარს ააცილა. 57-ე წუთზე არაუხოს შეცდომით კიკე გარსიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ტრავმამორჩენილმა დემბელემ კი 67-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "ეიბარმა" ისტორიაში "კამპ ნოუზე" პირველად აიღო ქულა.

რაც მესი "ბარსელონაშია", მის
გარეშე გუნდმა მატჩების მხოლოდ 55.9%-ში იმარჯვა.

შეცვლაზე შესულმა მასპინძელთა ნახევარმცველმა კოუტინიომ 90-ე წუთზე მუხლის ტრავმა მიიღო და მისმა გუნდმა მატჩი კაცნაკლულმა ჩაამთავრა.

"ბარსელონა" 15 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 25 ქულით მე-6 ადგილზეა, რაც უკანასკნელი 17 წლის მანძილზე უარესი შედეგია და 4 იანვარს გასვლაზე "უესკას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პსჟ_სთან დაიმალეთ!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული