კოუტინიოს ართროსკოპიული ოპერაციის გაკეთება მოუწევს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ "ეიბართან" ლა ლიგას მე-16 ტურის მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბრაზილიელს მარცხენა მენისკი დაუზიანდა და უახლოეს დღეებში ართროსკოპიულ ოპერაციას გაუკეთებენ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას 4 თვე მოუწევს უქმობა.

ამ სეზონში კოუტინიომ ყველა ტურნირზე 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.