"რეალმა" სერხიო რამოსის შემცვლელი მოძებნა

AutoSharing Option
COPE-ის ცნობით, "რეალი" სერხიო რამოსის შემცვლელს ეძებს, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და ჯერ გაგრძელების თაობაზე მისთვის არ მიუმართავთ. კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სერხიოსთან ადრე ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ კი ისაუბრა, მაგრამ კონკრეტული არაფერი შეუთავაზებია. ეს კი გუნდის კაპიტანს სერიოზულად აღელვებს.

აღნიშნული გამოცემა და "მარკა" იტყობინებიან, რომ "ბლანკოსი" სერხიო რამოსის შემცვლელად "ვილიარეალის" 23 წლის ცენტრალურ მცველს, პაუ ტორესს განიხილავს და თავად ტორესსაც უნდა "რეალში" გადასვლა.

მან სერხიო რამოსთან ერთად ესპანეთის ნაკრებში ითამაშა და თავი კარგად წარმოაჩინა. ამას გარდა, ლა ლიგაზე ამ სეზონში
17 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

პაუს კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 50 მილიონი ევროა, თუმცა "რეალს" "ვილიარეალის" ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს და თანხის შემცირებას იმედოვნებს.

ტორესის სამსახურით აგრეთვე "არსენალი", "მანჩესტერი", "მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რამოსის კი არა ვარანის შემცვლელი მოძებნეთ
მამუკა
05 იანვარი 2021 00:10
0
რეალის ტრადიციაა, რომ ყველა ლეგენდა უკმაყოფილო გაუშვას გუნდიდან, ვნახოთ რა იქნება რამოსის შემთხვევაში.DDD თუმცა მოგვიანებით ასწორებენ და ზოგს მწვრთნელად ასაქმებენ და ზოგს სხვადასხვა თანამდებობებზე.
hhh
04 იანვარი 2021 20:58
6
კარგა ხანია რაც "რეალის" სტრატეგიულ გეგმებში არ შედის 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაგრძელება. ეს ყველა ფეხბურთელმა იცის და უკმაყოფილება( საუკეთესო გუნდიდან რომ გიშვებენ კმაყოფილი როგორ უნდა იყო?!) გუნდის პრობლემა არ არის. დასაქმებით კი ვისაც სურვილი და ტვინი აქვს, თან შრომაც არ ეზარება, ყველას ასაქმებენ. გაგონილი გექნებათ "ცუდსა რად უნდა მტერობა..."
emigranti
05 იანვარი 2021 03:06
4
სად იყავი მერე აქამდე, მიდი ურჩიე დროულად თორემ დაიქცა გუნდი და ესაა
sormona
04 იანვარი 2021 21:35
7

სიახლეები პოპულარული