ეპოქა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა კატალონიური გრანდის ისტორიაში, დღეს კი კლუბი დიდ კრიზისშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ორი სეზონია "ბარსელონა" კრიზისშია. გუნდში თითქოსდა ის სულისკვეთება დაიკარგა, რაც ამ კლუბის მაისურის მატარებელ ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ. 

ეჭვგარეშეა, რომ პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თითქოს ესპანელმა მწვრთნელმა შეძლო და მექანიზმი ჩამოაყალიბა, რომელიც ბურთის კონტროლსა და მეტოქის დაცვის ხაზში სივრცეების გაჩენაზე იყო აგებული. 

გუნდში ერთსულოვნება გახლდათ. ისინი თამაშობდნენ, როგორც ერთი, ინდივიდუალური მოთამაშე. ამაში პეპთან ერთად უდიდესი წვლილი სუპერნახევარდაცვის ტრიოს: ინიესტას, ხავისა და ბუსკეცს - ეკუთვნის. 

რაც შეეხება შეტევას, აქ გამორჩეული მოთამაშეები თამაშობდნენ - ფეხბურთელები, რომლებისთვისაც კატალონიური გრანდის სახელის დაცვა
პატივი გახლდათ. 

დაცვაში კარლეს პუიოლი იდგა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ადამიანი, რომელიც სულით ხორცამდე "ბარსელონელია", რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. 

ვფიქრობ, წარმატების სიმბოლო ყველაზე მეტად ერთსულოვნება და სწორი სათამაშო სქემა გახლდათ. შეუძლებელია ფეხბურთი გიყვარდეს და "ბარსელონას" ეს მდგომარეობა გიხაროდეს. მოსისხლე მტრის ბანაკის გულშემატკივარსაც კი მცირედით, მაგრამ მაინც დასწყდება გული, რადგან გამარჯვება მაშინაა ღირსეული და სასიხარულო, როდესაც შენი ოპონენტიც ფეხზე მყარად დგას. 

გვარდიოლას წასვლის შემდეგ ლუის ენრიკემ შეძლო და ის დიდებული ეპოქა დაანახა გულშემატკივარს, მაგრამ ლუისის შემდეგ, ფაქტობრივად, ყველაფერი შეიცვალა და "ბარსელონამ" დაკარგა ის, რაც გულშემატკივარს ასე ძალიან უყვარდა: სილამაზე და შედეგიანობა. 

საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ კლუბი არათუ თასებს, არამედ კონკრეტულ მნიშვნელოვან მატჩებსაც კი ვეღარ იგებს. 

თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს კატალონიური გრანდის ფეხზე დასაყენებლად?


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბარსას ძველი დიდების დასაბრუნებლად საჭიროა 1. მაღალი დონის მწვრთნელი, რომელსაც სერიოზული მიღწევები აქვს კარიერაში ვალვერდეს სეტიენისა და კუმანისგან განსხვავებით. 2. ძლიერი საყრდენი ნახევარმცველი ნორმალური გრძელი პასით 4.ძლიერი ფლანგის მცველები და მთავარი პირობა-
მესი უნდა დარჩეს . იმ ბარსელონას გენიალობის ძირითადი განმაპირობებელი სწორედ მესი ოყო (რა თქმა უნდა სხვებთან ერთად)რაც გვარდიოლასაც უთქვამს და რომელიც რატომღაც არცეტთხელ არ უხსენებია ავტორს.
არტ
12:34 28-02-2021
0
ეს ყველაფერი მოვკითხოთ ბართომეუს, რომელმაც შემოყარა გუნდში დაბალი დონის ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელებიც, რა უნდოდა სეტიენს ბარსაში? ხოდა ამ სიტუაციის შემყურე, კიდე კარგად თამაშობს მესი. საერთოდ ფეხბურთი მიყვარს ძალიან, მაგრამ რაც საზღვარგარეთის ფეხბურთზე გადავერთე "პირველი ვინც თვალში მომხვდა" ეს იყო ბარსა, შემდეგ უკვე ზემოთ ჩამოთვლილმა ვარსკვლავებმა სულ სხვანაირი ბარსა დამანახა და ამის მერე ბარსათი ვარ "დაავადებული" ნუ გამორჩეულ ფეხბურთელზე თუ ვიტყვი, რასაკვირველია ლეო მესი!
ბარსა მესი
17:13 27-02-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული