მესის დუბლი, პედრის გოლი და საგოლე პასი - მოფერიანებულმა "ბარსამ" მესამე ადგილზე აინაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-2 ტურის გადატანილ მატჩში "ბარსელონამ" სტუმრად 3:2 მოუგო "ბილბაოს".

ეს "ბილბაოს" მწვრთნელის რანგში მარსელინიოს სადებიუტო შეხვედრა იყო, "ბარსას" კი 2017 წლის შემდეგ "სან მამესზე" გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. გამარჯვება კი არა, ამ პერიოდში ამ სტადიონზე გოლიც არ გაუტანია.

მესიმ დუბლი შეასრულა, 18 წლის პედრიმ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბარსელონამ" უკანასკნელი მატჩები კარგად ჩაატარა და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა - 31 ქულით მე-3 ადგილზეა და 9 დეკემბერს გასვლაზე "გრანადას" დაუპირისპირდება.

ბილბაო. "სან მამესი"
ბილბაო - ბარსელონა 2:3
გოლები: 1:0
ვილიამსი (3), 1:1 პედრი (14), 1:2 მესი (38), 1:3 მესი (62), 2:3 მუნიაინი (90)

მკითხველის კომენტარები / 5 /
პედრიმ,ბოლო სამ თამაშში, უკვე მეორე გენიალური საგოლე პასი გაუკეთა მესის,ქუსლით
სოსო
19:46 07-01-2021
0
მიდი მესო, მოიქოქე. როცა ხასიათზე ხარ, შენი შემჩერებელი არავინ არის.
ბარსა ნესი
14:04 07-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული