"ბლაუგრანა" მესის გარეშე უკეთ თამაშობს?

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "ბარსელონამ" "სოსიედადი" პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

კატალონიელთა არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ ზემოხსენებული შეხვედრა გამოტოვა. როგორც ცნობილია, მიზეზი ფეხის არეში არსებული დისკომფორტი გახლდათ.

ამრიგად, "ბარსას" ლეგენდის გარეშე 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. ამ მატჩამდე "ბლაუგრანამ" 7 მატჩი მოიგო და 2-იც ფრედ დაასრულა.

მომზადებულია Opta Sports-ის მიხედვით