ზიდანი წაგებაზე: გინდათ, რომ ჩვენ სეზონი დავასრულოთ?

AutoSharing Option
"ბილბაოსთან" ესპანეთის სუპერთასზე 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:

"თამაში ცუდად დავიწყეთ, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. მათ ორი მომენტი ჰქონდათ და ორივე გამოიყენეს. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, გოლი გავიტანეთ. ისეთი შეცდომები დავუშვით, რომლებიც არ გვჩვევია.

კარგად დასვენება და შემდეგი მატჩისთვის მომზადება გვმართებს. ეს ჩავარდნა არ არის.

იმოქმედებს თუ არა ეს გუნდზე მომავალში? არა. რა გინდათ, რომ სეზონი დავასრულოთ?", - ციტირებს ზიდანს "მარკა".