"რეალი" ოდრიოსოლას 20 მილიონად ყიდის

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "რეალი" მცველ ალვარო ოდრიოსოლას 20 მილიონ ევროდ ყიდის.

"რეალმა" ტრანსფერზე რამდენიმე კლუბთან გამართა მოლაპარაკება, მაგრამ ოდრიოსოლას შეძენა არავის უნდა, უფრო იჯარით წაყვანა სურთ.

25 წლის ორდიოსოლა "ბლანკოსს" გასულ სეზონში "ბაიერნში" ჰყავდა განათხოვრებული, ამ სეზონში კი მოედანზე მხოლოდ 57 წუთი დაჰყო.

მისი სამსახურით ყველაზე მეტად "ფიორენტინაა" დაინტერესებული, რომელსაც "მარსელში" გადასული პოლ ლიროლეს შემცვლელი სჭირდება.

"Transfermarkt"-ის მიხედვით ოდრიოსოლას სატრანსფერო ფასი 10 მილიონია.