აი, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უდგება გული "რეალში" სერხიო რამოსს

AutoSharing Option
"რეალი" როგორც წესი, ვეტერან ფეხბურთელებს კონტრაქტის მხოლოდ 1 სეზონით გახანგრძლივებას სთავაზობს, ასე იქცევა გუნდის 34 წლის კაპიტან სერხიო რამოსის შემთხვევაშიც და ეს მიუხედავად იმისა, რომ ის ასაკის მიუხედავად მართლაც შესანიშნავ ფორმაშია.

სერხიოს "რეალთან" ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება, კარგი კლუბები იწვევენ და კარგ პირობებსაც სთავაზობენ. ცნობისათვის, "რეალი" მას წლიური გასამრჯელოს 12 მილიონი ევროდან 10.8 მილიონამდე შემცირებას სთავაზობს.

ABC-ის ცნობით, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკმაყოფილო ბრძანებულა იმის გამო, რომ სერხიო რამოსთან მოლაპარაკების დეტალებმა მედიაში გაჟონა და პირადად სურს შეხვდეს, მესამე პირის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ