12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მესის? - ბარემ თამაში აუკრძალონ!

AutoSharing Option
"ბილბაოსთან" ესპანეთის სუპერთასის 120+1-ე წუთზე "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ თავში ჩასცხო ხელი "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ასიერ ვილიარიბრეს და გააძევეს. მან "ბარსაში" კარიერაში პირველად მიიღო წითელი ბარათი და ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება.

RAC1 იტყობინება, რომ შეჯიბრების ჩატარების კომიტეტი გადაწყვეტილებას 19 იანვარს მიიღებს. თუ მესის მოქმედება აგრესიულად შეაფასეს, ფეხბურთის ფედერაციის 98-ე პუნქტის თანახმად, მინიმალური სასჯელი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია იქნება, ხოლო მაქსიმალური - 12-მატჩიანი.

სუპერთასზე ფეხბურთელების სასჯელი ესპანეთის ყველა ტურნირზე ვრცელდება.

შექმნილი სიტუაციით უნდა პსჟ-მა ისარგებლოს და არგენტინელი გადაიბიროს. პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ არ დამალა,
რომ მისი სამსახურით დაინტერესებულნი არიან.