კუმანი: ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში ფეხბურთი არ არის

AutoSharing Option
21 იანვარს, ესპანეთის თასზე "ბარსელონა" სტუმრად მე-3 დივიზიონის "კორნელიას" შეხვდება. მატჩი ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარდება, რაც "ბარსას" მწვრთნელს, რონალდ კუმანს ადარდებს.

"ჩემთვის ასეთ გაზონზე თამაში ფეხბურთი არ არის. მესმის, ასეთ გუნდებს უპირატესობა აქვთ, მაგრამ მე არ მომწონს. თუმცა ყველაფერი მოედნის ხარისხსა და განათებაზეა დამოკიდებული.

"ბარსას" დუბლების ახალგაზრდა ფეხბურთელები მიჩვეულები არიან ასეთ მოედნებზე თამაშს. აღარც მახსოვს, უფროსი ასაკის ფეხბურთელებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე ბოლოს როდის ითამაშეს. იქ ბურთის ასხლეტა სხვაგვარია. თუ მოედანი ტენიანია, ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობს", - ციტირებს კუმანს "ელ პაისი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული