"ბარსელონამ" "რაიო ვალეკანო" დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის 1/8-ფინალში "ბარსელონამ" სტუმრად 2:1 სძლია "რაიო ვალეკანოს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძლები 63-ე წუთზე ფრან გარსიამ დააწინაურა, შემდეგ კი გოლები ლეო მესიმ და ფრენკი დე იონგმა გაიტანეს. მესიმ ანტუან გრიზმანის პასით წელს მესამე გოლი გაიტანა.

"ბარსამ" ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-3 და ბოლო 10 მატჩში მე-7 გამარჯვება მოიპოვა.

დე იონგის თქმით, გუნდი თანდათან უმატებს, თავად კი გოლებს უფრო ხშირად იმიტომ იტანს, რომ საჯარიმოსთან ახლოს თამაშობს.

"ბარსელონა" 1-ელ თებერვალს, ლა ლიგის 21-ე ტურში "ბილბაოს" უმასპინძლებს.

alt

დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა" style="height: 50px; width: 50px;" />"ბარსამ" მესის გარეშე იმარჯვა და "რეალს" მიუახლოვდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთის პროფესორებო, ნუ შეუკიკინეთ ლეოს, ყველამ თქვენს თავებს მიხედეთ.
გია
28 იანვარი 2021 15:44
1
ჩვეულებრივი ჰეიტერები არიან, ზოგჯერ მეცოდებიან კიდეც. იმის მაგივრად, რომ ფეხბურთით სიამოვნება მიიღონ, ბოღმა ჭამთ.
)))
29 იანვარი 2021 11:27
0
ბოლოს მესიმ, ბავშვობაში როგორც ვიტყოდით, მაგრად "იღორა". სხვა ნებისმიერს ალბათ სერიოზულ პასუხს მოსთხოვდნენ.
ფეხბურთის ქომაგი
28 იანვარი 2021 11:41
5
ბოლო წუთი იყო და თანაც,ადრე,100-დან 100ჯერ გაიტანდა ასეთ მომენტში.
სოსო
28 იანვარი 2021 12:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული