ზიდანმა მბაპესა და ჰოლანზე და "რეალის" სატურნირო მდგომარეობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა "რეალ ვალიადოლიდის" მატჩამდე პრეს-კონფერენციაზე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. 

პირველ რიგში ფრანგი "პარი სენ ჟერმენის" "კამპ ნოუზე"  დიდებულ გამარჯვებას შეეხო. 

"მე ვუყურე მატჩს და ბევრი კარგი რამ დავინახე. ყველა ამ მატჩზე საუბრობს, სიმართლე, რომ გითხრათ, კილიანის მსგავსს თამაშზე გაკვირვებული ნამდვილად არ დავრჩენილვარ, რადგან მე მას ვიცნობ და ვიცი მისი შესაძლებლობები. მე მის თამაშს, როგორც გულშემატკივარი ისე ვუყურებ, თუმცა მნიშვნელოვანი ჩვენი შეხვედრაა, რომელსაც დღეს გავმართავთ (თბილისის დროით 21 თებერვალს 00:00 საათზე)" - განაცხადა ფრანგმა. 

- კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანი ჩაანაცვლებენ ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოს მსოფლიო ასპარეზზე?

"ეს შესაძლებელია. ისინი ჯერ ახალგაზრდები არიან, თუმცა უკვე უმაღლეს დონეზე
თამაშობენ. ისინი ისევე გამოიყურებიან, როგორც მესი, რონალდო და ნეიმარი" 

- კარიმ ბენზემას "რეალ ვალიადოლიდთან" შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშაა? არის საფრთხე რომ ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვოს?

"კარიმი "რეალ ვალიადოლიდთან" არ ითამაშებს. ჩვენ ის მომდევნო კვირას, "ატალანტას" წინააღმდეგ უფრო გვჭირდება. 

ზიდანმა ასევე "რეალის" სატურნირო მდგომარეობაზე ისაუბრა. "სამეფო კლუბი" ლიდერ "ატლეტიკოს" 6 ქულით ჩამორჩება, რაზედაც ფრანგმა განაცხადა, რომ ყველაფერი წინაა. 

"წინ კიდევ 45 შესაძლო ქულაა, ჩვენ ჩვენი საქმის კეთებას განვაგრძობთ და სხვა გუნდზე ფიქრს არ ვაპირებთ. ჩვენ ჩვენს საქმეზე უნდა მოვბილიზდეთ, ვივარჯიშოთ და ნელ-ნელა შედეგი გავაუნჯობესოთ. ეს ყოველდღიურ რუტინად უნდა ვაქციოთ. ყოველ წელს ვმონაწილეობთ ამ ტურნირებში (ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა) და ჯერ კიდევ გვაქვს მათი მოგების საშუალება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავეკეთებთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს, მანამ, სანამ სეზონი არ დასრულდება" - განაცხადა ზიდანმა. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული