"თუ წამოვა სათამაშოდ მას ფეხებს დავუკოცნი..." - მესის თანამემამულე მის კლუბში წასვლას სთხოვს

AutoSharing Option
MLS-ის "დალასის" ამჟამინდელმა შემტევმა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ფრანკო ჯარამ ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

"ბლაუგრანას" ლეგენდას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისში გასდის, რის შემდეგაც ფეხბურთელს სურვილის შემთხვევაში კლუბის დატოვება უფასოდ შეეძლება. 

"თუ ის MLS-ში წამოვა სათამაშოდ, ფეხებს დავუკოცნი, ეს სიგიჟე იქნება. აქამდე ამერიკაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, გონსალო იგუაინი და სხვა ვარსკვლავები ჩამოვიდნენ, რატომაც არა ლეო? 

როგორც მესი, ასევე კრისტიანო რონალდო შეიძება ჩამოვიდნენ და ფეხბურთს გარეთაც კარგად იცხოვრონ. მე, შენ, სხვას ძალიან გვიყვარს გარეთ ჭამა, კინოში სიარული, სუპერმარკეტებში წასვლა, რასაც ამერიკა
შეუდარებლად გვთავაზობს" - განაცხადა ჯარამ 90MIN-თან ინტერიუში. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt4 მიზეზი, თუ რატომ გადავა მესი პსჟ-ში

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაზე ძალიან, მესის მიერ გატანილი გოლის აღნიშვნა მომწონს, ორი ხელი ზევით, როგორც ამ სურათზეა.
თემო
27 თებერვალი 2021 16:53
0
ვააა, ნუ შეაკიკინეთ ყველამ! მესიმ თვითონ იცის სად წავა, არ წავა, დარჩება თუ გადავა სხვა გუნდში,ამიტომ მის საქმეში ნუ ყოფთ ცხვირებს. ყველამ თქვენ თავებს მიხედეთ.
ბარსა მესი
27 თებერვალი 2021 13:59
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული