როგორ გავანადგუროთ "ბარსელონა" 5 წელში? - ბართომეუ

AutoSharing Option
2015 წლის 5 ივნისს კატალონიის "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა ლუის ენრიკეს მწვრთნელობის დროს უკანასკნელად მოიგო. ამ დიდებულ ტურნირს ესპანეთის ლა ლიგა და კოპა დელ რეი დაემატა. ამ შესანიშნავი წლიდან 5 წელზე მეტი გავიდა და კლუბი არათუ ვერ პროგრესირებს, არამედ საშინლად უკან მიიწევს. ამ ყველაფერს ფინანსური პრობლემები ემატება. 

გუშინ, 1-ელ მარტს, "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ დააპატიმრეს. მიზეზი კორუფცია გახლდათ, რომელსაც იგი თავისი მოწინააღმდეგე მხარის ცილისწამებისთვის იყენებდა. 

ხოსეპი კატალონიური კლუბის პრეზიდენტად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგა უკანასკნელად მოიგო (2015).
ამ დღის შემდეგ 'ბლაუგრანას" ევროპაში მსგავსი წარმატებისთვის აღარ მიუღწევია. 

Sportall.Ge

არჩევნების შემდეგ გამარჯვებული ბართომეუ ყატარის ავიახაზებთან კონტრაქტის განახლებას შეეცადა, რის შემდეგაც მიუღწეველი შეთანხმების გამო მათი თანამშრომლობა შეწყდა. 

კატალონიურმა კლუბმა მის დროს მილიონობით ევრო ისეთ ფეხბურთელებში გადაიხადა, როგორებიც არიან: არდა თურანი, ალეიშ ვიდალი, პაკო ალკასერი, ლუკას დინი, ანდრე გომესი, სამუელ უმტიტი და ა.შ. 

ასევე განაახლა კონტრაქტი ხორდი ალბასთან, სერხიო ბუსკეტსთან, ლუის სუარესთან და ჟერარდ პიკესთან, რომლებმაც ხელფასის სახით ძალიან დიდი თანხა მიიღეს. 

აქედან გამომდინარე, "ბლაუგრანა" გახდა ყველაზე მაღალხარჯიანი კლუბი და 2020 წელს კოვიდპანდემიის გამო დიდ ვალებში გადავარდა. 

2017 წელს ბართომეუმ ნეიმარი პსჟ-ში გაუშვა. შემოსული 222 მილიონით კლუბმა უსმან დემბელე ("დორტმუნდიდან") და ფილიპე კოუტინიო ("ლივერპულიდან") იყიდა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ მადრიდის "რეალის" აღზევება იწყება, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, ამ დროს კი "ბარსამ" "რომასთან" და "ლივერპულთან" უდიდესი უპირატესობა გაანიავა. 

სანდრო როსელი და ხოსეპ მარია ბართომეუ კლუბის იმიჯის შელახვისთვის დამნაშავედ ცნეს. 

Sportall.Ge

ბართომეუს მტრების სია ბოლომდე კატალონიის რეფერენდუმის დღეს "ლას პალმასთან" ჩატარებული შეხვედრის გამო შეივსო; ბოლო სკანდალი კი "ბარსაგეიტი" გახლდათ, რომელმაც მისი, როგორც კლუბის პრეზიდენტის, კარიერა დაასრულა. 

ამ ყველაფერს მესის goal.com-თან მიცემული ინტერვიუ ამწვავებს, სადაც არგენტინელის თქმით, ხოსეპმა ის ბევრჯერ მოატყუა და გასულ ზაფხულს კლუბიდან წასვლაც სურდა. 

"ბლაუგრანა" დიდ საფრთხეშია, კლუბი კრისიზშია და ერთადერთი გამოსავალი სწორად არჩეული პრეზიდენტი და კარგი მენეჯმენტი გახლავთ. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"ბარსელონას" საქმე: ყველა ბრალდებული, "ატკატები", პრეზიდენტობის კანდიდატების შეფასებები


alt"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ბართომეუ დააპატიმრეს


altბოლო 5 წლის კოშმარული ღამეები... ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" 5 განადგურება [PHOTO]

altრატომ არის "ბარსელონა" კრიზისში? და ამ კრიზისის გადაჭრის გზა






მკითხველის კომენტარები / 2 /
,,სანდრო როსელი და ხოსეპ მარია ბართომეუ კლუბის იმიჯის შელახვისთვის დამნაშავედ ცნეს" ქართულ ფეხბურთს იმიჯი აქვს?!
მამადუ
18:41 02-03-2021
1
პიკეს ინტერვიუსთან შედარებით მესის ინტერვიუ არაფერია
mindia
16:04 02-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული