"ბარსელონას" მორიგი ქამბექი! კატალონიელები კოპა დელ რეის ფინალში დიდებული გამარჯვებით გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ ესპანეთის კოპა დელ რეის ნახევარფინალური შეხვედრის განმეორებითი მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გაიმართა. პირველი შეხვედრის შემდეგ ანდალუსიელებს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა კატალონიელებმა მორიგი საოცრება ჩაიდინეს და დიდებული გამარჯვება მოიპოვეს.

"ბლაუგრანამ" მატჩის დებიუტშივე, მე-12 წუთზე უსმან დემბელეს გოლით ორშეხვედრიან დუელში სხვაობა შეამცირა.

მეორე ტაიმი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მატჩის 73-ე წუთზე "ბარსელონას" კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ლუკას ოკამპოსმა გათანაბრება ვერ მოახერხა. შეხვედრის 90+4 წუთზე, ანტუან გრიზმანის ჩაწოდების შემდეგ ჟერარდ პიკემ თავით უზადოდ დააარტყა და ორმატჩიან დუელში სხვაობა აღმოფხვრა.

დამატებითი დროის დებიუტშივე,
95-ე წუთზე კატალონიელების თავდამსხმელმა მარტინ ბრაიტვეიტმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა და საბოლოოდ, ამ გოლით საკუთარ კლუბს გამარჯვებაც მოუტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ "სევილიას" ორმა ფეხბურთელმა, ფერნანდომ და ლუკ დე იონგმა, წითელი ბარათები მიიღო.

"ბარსელონა"-"სევილია" - 3:0

1:0 უსმან დემბელე (12), 2:0 ჟერარდ პიკე (90+4), 3:0 მარტინ ბრაიტვეიტი (95).

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბარსა! ძალიან კარგი თამაში გამოგივიდათ. როცა მოინდომებთ, ფორტუნა ყოველთვის თქვენს მხარესაა. ასე ითამაშეთ და გაგვახარეთ თქვენი ერთგული გულშემატკივრები.
თქვენი ერთგული ქომაგი ნონა.
04 მარტი 2021 13:08
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული