ნეიმარი მესის პსჟ-ში გადაყვანას ისევ ცდილობს

AutoSharing Option
გაურკვეველი რჩება ლიონელ მესის მომავალი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

"ეკიპი" იტობინება, რომ პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა ისევ დაურეკა მესის და თავის გუნდში გადასვლა შესთავაზა.

ბრაზილიელი ცდილობს დაარწმუნოს მესი, რომ პსჟ-ში გადასვლა წაადგება და ეუბნება, რომ პარიზში ცხოვრება საამურია.

"ბარსას" ახალმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მესის გუნდში დასატოვებლად ყველაფერს იღონებს.