პუიოლი: "ბარსა" შეიცვალა - პარიზში ერთ გოლს შეეძლო თამაში შემოეტრიალებინა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა კატალონიური გუნდის მწვრთნელზე, რონალდ კუმანზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება:

"კუმანი კლუბის ლეგენდაა, ფეხბურთელები მისით კმაყოფილები არიან. ის კარგად მუშაობს, პატივისცემას და ნდობას იმსახურებს. ხელმძღვანელობა გარჯას სეზონის ბოლოს შეუფასებს.

ენერგეტიკის მხრივ გუნდი შეიცვალა. ამას კარგად ვხედავ, ენთუზიაზმი იგრძნობოდა, როდესაც "ბარსამ" ესპანეთის თასზე ითამაშა. პარიზში ჩემპიონთა ლიგაზე ერთ გოლს შეეძლო თამაში შემოეტრიალებინა.

ახალი პროექტი ახალ მწვრთნელთან, ახალგაზრდა ფეხბურთელებით. გუნდი ჩემპიონატის მოგების შანსს ინარჩუნებს, პლუს ესპანეთის თასის ფინალში უნდა ვითამაშოთ", - განაცხადა პუიოლმა RAC1-თან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული